Accessibility links

site logo site logo

ავტომანქანას, რომელსაც მატარებელი შეეჯახა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი მართავდა


ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მახლობლად მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ავტომობილის მძღოლი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტომობილს მართავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ სალომე ფაცაცია. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას თანახმად, დაშავებული გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მოათავსეს და შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები უტარდება. „ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვით“, - თქვა ორჟონიამ.

ჯერჯერობით უცნობია, რა იყო შეჯახების მიზეზი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით - "რკინიგზის, წყლის, საჰაერო, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG