Accessibility links

site logo site logo

გოგი წულაია საავადმყოფოში მოათავსეს


ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხეში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.

„მოძრაობისას დაკარგა წონასწორობა, წაიქცა და დაკარგა გონება“, - ამბობს გელბახიანი და ამატებს: „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 10 დღეა შიმშილობს და წონაშიც, ალბათ, 15 კილო აქვს დაკლებული“.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას აკვირდებიან ექიმები.

გოგი წულაია დააკავეს 17 მარტს, სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. წულაია ბრალდებას უარყოფს და 10 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG