Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველოს“ ახალი თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა


„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება 10 აპრილს პარტიის ყრილობაზე მიიღეს.

„დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა თქვენი მხარდაჭერა. თან ასეთ დროს, ქვეყანასა თუ ჩვენ პარტიაში. იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვართ“, - მიმართა ბოკერიამ თანაგუნდელებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიის განახლების საკითხის გარშემო, ბოკერიასთან უთანხმოების საფუძველზე, „ევროპული საქართველო“ დატოვეს ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ.

მათ გადაწყვეტილებას ბოკერია სამწუხაროდ და მცდარად მიიჩნევს, თუმცა წარმატებებს უსურვებს მომავალში:

„თუ, რა თქმა უნდა, ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერესებს და ჩვენს ღირებულებებს და ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. მე ვყოფილვარ ერთ გუნდში ისეთ ადამიანებთან, რომელთა წასვლა სამწუხარო იყო. ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ასევე - ელენე ხოშტარია, ჩემი მეგობარი, თავის პოლიტიკურ გზაზე დადგა. იქამდე იყო, მაგალითად, ზურა ჯაფარიძე. დღეს ეს ორი ადამიანი არიან ჩემი არა მხოლოდ მეგობრები - განსაკუთრებით ელენე - არამედ, პოლიტიკური ღირებულებებით ახლოს ვართ ერთმანეთთან. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, სანამ ის ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არის ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე“, - ამბობს ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ ახალმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პარტიისთვის მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, მცირე მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG