Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მთავრობის შენობასთან აქციის 6 მონაწილე დააკავეს


აფხაზეთის მთავრობის შენობასთან, რომელიც თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს, 6 ადამიანი დააკავეს. იქ შეკრებილი ადამიანები მოითხოვდნენ, გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინის ვალდებულება ოკუპაციის ხაზს მიღმა ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 6-ვე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

აქციაზე მისული მოქალაქეები მოითხოვენ, შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს. მათ პოლიციელებს უთხრეს, რომ აძლევენ რამდენიმე წუთს, რის შემდეგაც თავად შეეცდებიან შენობაში შესვლას.

მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლის ვალდებულების გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ. ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც მდინარე ენგურში, რომელიც ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიას ჰყოფს, 4 ადამიანი დაიხრჩო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG