Accessibility links

site logo site logo

ბავარიის ხელისუფლებამ ზედიზედ მეორედ გააუქმა ლუდის უდიდესი ფესტივალი "ოქტობერფესტი"


გერმანიის ბავარიის მხარის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, კორონავირუსით დაავადების რისკის გამო კვლავ გაუქმდეს ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“. ფესტივალი შარშანაც გაუქმდა პანდემიის გამო.

„ოქტობერფესტი“, რომელიც მიუნხენში ტარდება ყოველ შემოდგომაზე, ლუდის უდიდესი ფესტივალია მსოფლიოში - მას მილიონობით ადამიანი ესწრება. წელს მისი ჩატარება 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე იყო დაგეგმილი.

დასახელების მიუხედავად, ფესტივალი სექტემბერში ტარდება. მისი ჩატარების ვადები 1872 წელს გადაიტანეს სექტემბერში, რათა დღესასწაული უფრო თბილ ამინდს დამთხვეოდა.

პირველი „ოქტობერფესტი“ 1810 წელს ჩატარდა ბავარიის კრონპრინც ლუდვიგისა და პრინცესა ტერეზე ფონ ზაქსენ-ჰილდბურგჰაუზენის ქორწინებასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG