Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეთვალყურეო საბჭო ეთანხმება Facebook-ის მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის დროებით შეჩერებას


Facebook-ის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ ძალაში დატოვა სოცქსელის გადაწყვეტილება, ანგარიში შეუჩეროს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ განაცხადა, რომ ანგარიშის სამუდამო შეჩერება გაუმართლებელია.

5 მაისს საბჭომ დაადგინა, რომ ტრამპის დაუსაბუთებელმა მტკიცებამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, და მოქმედებისკენ მისმა მოწოდებებმა „წარმოშვა გარემო, სადაც გაჩნდა სეროზული ძალადობის შესაძლებლობის საფრთხე“. ლაპარაკია ტრამპის პოსტებზე 6 იანვარს, როცა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მის მხარდამჭერთა ბრბო შეიჭრა.

საბჭოს თანახმად, ტრამპის პოსტებმა ბრბოს ძალადობრივი ქმედებების ლეგიტიმაცია მოახდინა.

მაშინ, როცა საბჭომ გაამართლა Facebook-ის გადაწყვეტილება, ამავე დროს მან მიიჩნია, რომ არასწორი იქნებოდა ტრამპის ანგარიშის „განუსაზღვრელი ვადით“ შეჩერება და პლატფორმას მოუწოდა, ექვსი თვის განმავლობაში კვლავ შეისწავლოს ეს საკითხი და განსაზღვროს შემდეგი ნაბიჯები.

Facebook-ის მსგავსად ზოგიერთმა სხვა მედიაპლატფორმამაც შეუჩერა ტრამპს ანგარიშები, მათ შორის - Twitter-მა და YouTube-მა.

XS
SM
MD
LG