Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინოფარმზე" მეორე აცრაზე რეგისტრაცია 21-28 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ზუსტად 21-ე დღეს გაკეთება სავალდებულო არაა. მისი თქმით, 20 მაისიდან booking.moh.gov.ge-ზე 21-28 დღის ვადაში რეგისტრაციის შესაძლებლობა გაჩნდება.

"გუშინ მეორე აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ზუსტად 21-ე დღეს აიცრან. ხოლო, მათ, ვისაც უნდათ, რომ აიცრან 21-28 დღის ფარგლებში, პორტალზე შესაბამისი ფანჯარა გაიხსნება 20 მაისს... თუ რაღაცა პირობების გამო ადამიანი ვერ შეძლებს ამ მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მან ეს დოზა მიიღოს", - ამბობს გამყრელიძე და მოქალაქეების დაბნეულობის მიზეზად თავიანთ საინფორმაციო კამპანიაში ხარვეზებს ასახელებს.

"სინოფარმის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ, 12 მაისს, 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სისტემას ხარვეზი ჰქონდა. ამუშავებულ ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლოთ მეორე აცრაზე ზუსტად 21-ე დღეს რეგისტრაცია.

XS
SM
MD
LG