Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი უკრაინას ეწვევა


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება კიევში. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის განმავლობაში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, როგორც უკრაინის აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის - მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად. მსჯელობის საგანი იქნება ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG