Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საპატიმროთა სამსახურის უფროსი: ნავალნი "მეტნაკლებად მომჯობინდა" შიმშილობის მერე


რუსეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი "მეტნაკლებად მომჯობინდა", გასულ თვეში 24-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

ნავალნიმ, რომელიც ქვეყნის შიგნით პრეზიდენტ პუტინის ყველაზე მწვავე კრიტიკოსია, შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით, რომ ის მის ექიმს გაესინჯა - თავად ნავალნის და მისი მხარდამჭერების განცხადებების ფონზე, რომ ციხის მესვეურები განზრახ უთხრიდნენ ძირს ნავალნის ჯანმრთელობას მაშინ, როცა მისი მდგომარეობა ისედაც სუსტი იყო, გასულ წელს გამოცდილი მოწამვლის შემდეგ.

ნავალნიმ შიმშილობა 23 აპრილს დაასრულა. 20 მაისს სახელმწიფო სააგენტო "ტასს" მოაქვს რუსეთის ციხეების ფედერალური სამსახურის უფროსის, ალექსანდრ კალაშნიკოვის სიტყვები, რომ ნავალნი "მეტნაკლებად მომჯობინდა".

ნავალნი პატიმრობას იხდის გაფლანგვის ბრალდების საფუძველზე, რასაც თავად ის პოლიტიკური მოტივებით შეთითხნილად მიიჩნევს.

44 წლის პოლიტიკოსი პატიმრობაშია იანვრიდან - როცა რუსეთში დაბრუნდა, ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამვლის მერე გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. ნავალნი თვლის, რომ ის ფედერალური უშიშროების აგენტებმა, პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG