Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" არ მუშაობს


თბილისში "საბურთალოს ხაზის" ორი მეტროსადგური - "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" დროებით არ მუშაობს. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მეტროს მეორე ხაზზე მატარებლები "სადგურის მოედნიდან" "დელისამდე" და უკუ მიმართულებით მოძრაობენ.

"ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნავენ კომპანიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG