Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანი მომხრეა, რომ "ამნისტიის კანონზე" ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ


"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი მომხრეა, რომ "ამნისტიის კანონზე" ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ და ერთ კანონპროექტს ეყაროს კენჭი. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, სადაც "ამნისტიის კანონის" ორი ვერსია პლენარულ სხდომაზე განსახილველად დაარეგისტრირეს.

"პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამნისტია უნდა გადაიქცეს ერთ დოკუმენტად. რაღაცნაირად უნდა მივიდეთ იმ ვარიანტამდე, რომელიც იქნება შარლ მიშელის შეთანხმების გაგრძელება... იქ წერია, რომ უნდა შევთანხმდეთ და არა წერია, რომ ცალ-ცალკე კანონები უნდა დავარეგისტრიროთ..." - თქვა იოსელიანმა.

მისი შეთავაზებაა, პოლიტიკოსებმა იხელმძღვანელონ საარჩევნო კოდექსის მუშაობაზე არსებული გამოცდილებით:

"ძალიან კონსტრუქციულად, ნორმალურად, არგუმენტებით... ვისი არგუმენტიც იყო უფრო დამაჯერებელი, შესაბამისი ჩანაწერი კეთდებოდა იმ კოდექსში. იგივე გზით წავიდეთ".

"ამნისტიის კანონის" მიღების ვალდებულება პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებული დოკუმენტით აიღეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონი მხოლოდ იმ მუხლებზე უნდა გავრცელდეს, რომელზეც ახლა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ან უკვე დასრულებულია, მმართველი პარტიის პროექტით კი ამნისტია შეეხება ყველას, ვინც 19-21 ივნისის საქმეებში ფიგურირებს და არ ჩაუდენია კონვენციით დაცული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG