Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკიტა მიხალკოვი "აფხაზეთის მომავალს" მხარდაჭერას უცხადებს


ფოტო არქივიდან: ნიკიტა მიხალკოვი და ვლადიმირ პუტინი

რუსი რეჟისორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე და პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი ნიკიტა მიხალკოვი მოსკოვში შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრ გუდისა აგრბას.

დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიხალკოვმა მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდულ მოძრაობას „აფხაზეთის მომავალი“, რომელსაც აგრბა ხელმძღვანელობს და აფხაზეთის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. მიხალკოვმა განაცხადა, რომ მზად არის, აფხაზეთის კულტურისა და კინემატოგრაფიის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG