Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის პოლიცია 14 წლის მოზარდს ეძებს


31 მაისის შემდეგ აღარ გამოჩენილა 14 წლის გოგო​, რომელსაც გორის პოლიცია ეძებს. მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოფელ ტინისხიდის თემში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დავით ავაზნელმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მოზარდი, ბოლოს ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო დედასთან ერთად ერთ-ერთი ბანკის ფილიალთან იყო, რა დროსაც ქუჩის მეორე მხარეს, წყლის დასალევად მარტო გადასულა. ამის შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.

„31 მაისს წმინდაწყლის ტერიტორიიდან დაიკარგა სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი. ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას ან მოგვწერეთ“, - აღნიშნულია ტინისხიდის ადმინისტრაციის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG