Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კაცი რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ცხენთან ერთად ხევში გადავარდა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები გოჩა კორსანტია, რომელიც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას 24 მაისს ხევში ცხენთან ერთად გადავარდა, დღეს, 2 ივნისს, გარდაიცვალა.

როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკა „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ოჯახის თხოვნით პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავდათ, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

45 წლის გოჩა კორსანტია გალის რაიონიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში შემოვლითი გზის (ტყის) ცდილობდა გადასვლას.

შემთხვევა 24 მაისს მოხდა. კაცმა ხევში გადავარდნის შედეგად ქალა-ტვინის მძიმე დაზიანებები და მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ის უგონო მდგომარეობაში ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG