Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: „ასოცირების ხელშეკრულება საიმედო დასაყრდენია“


ევროკავშირის ელჩი საქართველოშ, კარლ ჰარცელი ულოცავს საქართველოსა და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების 7 წლისთავს და განცხადებას ავრცელებს.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული. გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის", - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს გაფორმდა ბრიუსელში.

„ხელშეკრულება საქართველოს მოდერნიზაციის მთავარ გეგმას წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრემიიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასოცირების შესახებ შეთანხმება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან.

7 წლის წინ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუალ ბაროზომ და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ცერემონიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG