Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი გამოთქვამს იმედს, რომ პრაიდი მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდება


„საქართველო ადამიანის უფლებების დასაცავად ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალონ მათი ფუნდამენტური თავისუფლებების - შეკრების და გამოხატვის უფლებების განხორციელებაში.

ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით ისარგებლონ მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე”,
- განაცხადა კელი დეგნანმა.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში „ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები „პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან. 28 ივნისს საქართველოს ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს, დაიცვან პრაიდის უსაფრთხოება და უზრუნველყონ გამოხატვის თავისუფლება.

საქართველოში პოლიტიკოსები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან აკეთებენ პრაიდის საწინააღმდეგო განცხადებებს და მიიჩნევენ, რომ მისი ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

XS
SM
MD
LG