Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან გოცირიძე ლექსო ლაშქარავაზე: მოციქული მოკლეს


ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სადაც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გაიხსენა, სადაც ის საუბრობდა, უმრავლების სურვილისადმი უმცირესობის დამორჩილების შესახებ.

ამასთან მან ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე ლექსო ლაშქარავაზე საუბრისას, კამერას ამოფარებული ოპერატორები საღვთო წერილის ყდებში მოქცეულ იმ მოციქულებს შეადარა, საქმეს რომ აკეთებენ და მათი სახე ხშირდა არავის ახსოვს.

„დღეს დილას ჩვენმა ხელისუფალმა გვითხრა, რომ დამთავრდა უმცირესობის ძალმომრეობითი ბატონობა თუ რაღაც უცნაური ტერმინი თქვა. 11 ივლისი, რომ არ იყოს გათენებული ამ ქალაქში ვკითხავდი, ნეტა როდის იყო რომ ძალმომრეობით უმცირესობამ რაღაცით აჯობა უმრავლესობას. ხელისუფლება იმისთვის არის, გვერდში დაუდეს იმას ვისაც ყველაზე დაბალი ხმა აქვს, მაგრამ ეს ფუფუნება დაგვიმთავრდა 11 ივლისის დილას, როდესაც გავიღვიძეთ და აღმოჩნდა, რომ მოციქული მოკლეს, ბევრისთვის უჩინარი, უცნობი სახელი დღეს ყველას პირზე გვაკერია, მაგალითი იმისა, რას ნიშნავს გიყვარდეს მოყვასი და თავი დადო შენი მოყვასისთვის. მე არ მინდა კიდევ ისეთი დილა გათენდეს ვიფიქრო ჩემი შვილი როგორი ფერის ჩაცმულია გასული ქალაქში, ვინმეს თვალში მოხდევს და შეიძლება არ მოეწონოს და მუშტი მოხდეს, მე არ მინდა კიდევ ერთი დილა გაგვითენდეს როცა დავიწყევთ ჩვენი მეგობრებისთვის შენიშვნის მიცემას იქნეს ეს საყურე მოხსნა, რომ მშვიდად გაიარო ის ქუჩა სანამ სახლამდე მიხვალ, არ მინდა ჩემს შვილებს, ჩვენს ახალ თაობას სილაღე წაერთვას, ქრისტიანობა არის სილაღე , ქრისტნაობა არის თავისუფლედა. ეს ქვეყანა თუკი ქრისტიანობაზე ვდებთ თავს სწორედ თავისუფლებისა და სილაღისაა“, - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG