Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პალიკო", "მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და კიდევ 4 პირი პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს 8 პირი, რომელსაც "ქურდული სამყაროს" წევრობა, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა ედებათ ბრალად. მათ 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ვერსიით, "საქმის გარჩევა" ერთ-ერთი ბრალდებულის სეხის პროცენტთან დაკავშირებით დაიწყო.

"ა.ო., სადავო საკითხის "ქურდული წესების' შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს...

დავის "ქურდული წესით" გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა "ქურდული სამყაროს" წესებს არ შეესაბამებოდა", - აცხადებენ შსს-ში.

დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად "პალიკო"), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად "მუხო"), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად "ჯამა"), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად "ლაპუხა") და 1963 წელს დაბადებული ა. ო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG