Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი - მინისტრის ბრძანება


„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

21 ივლისს გამოქვეყნებული ახალი რეგულაციის თანახმად, განსაზღვრულია ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი. შედეგად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

ამ დროისთვის საქართველოში „ფაიზერის" ვაქცინაზე რეგისტრაცია შეჩერებულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, როდესაც ჩამოიტანენ „ფაიზერის" ვაქცინის ახალი დოზებს, მოქალაქეები რეგისტრაციას 16 წლის ასაკიდან შეძლებენ.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო.

13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG