საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 38 945 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2460 შემთხვევა. ნახევარზე მეტი 1363 თბილისში.
დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 6.32%;
- ბოლო 7 დღის - 6.03%;
- ბოლო 14 დღის - 5.38%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1082-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 391 781 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 136 734.