Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ამბობს, რომ ერის წინაშე დადებულ დაპირებას შეასრულებს და საქართველოში ჩამოვა


საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვა. მან მსგავსი პირობა ემიგრაციაში ყოფნის დროს არაერთხელ დადო, თუმცა ამ დრომდე ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად, ამ სახალხო რეფერენუდმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ამჯერად ვერ ეღირსება ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას. მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, ლლიდერები, რომლებიც მართლა ინარჩუნებენ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილს მსგავს განცხადებებს "ქართული ოცნება" ყოველთვის ერთი პასუხით ეხმიანება ხოლმე - მას ჩამოსვლის დროს დააპატიმრებენ. სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო სისტემამ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე; მანამდე, 2018 წლის იანვარში, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 3-წლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG