Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის უბნებში ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა


1 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში. ასევე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი - 117 ადგილი.

„საბურთალოს რაიონში - დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია მისამართებზე:

1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;
2. მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;
3. ბახტრიონის ქუჩა N13;
4. ბახტრიონის ქუჩა N30;
5. სულხან ცინცაძის ქუჩა N61;
6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;
7. აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;
8. სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);
9. ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;
10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ 1 ივლისიდან ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში.

„აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის: 27 ადგილი შშმ პირთათვის და 1 ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG