Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის გამო, ახალი ზელანდია ჩაიკეტა ქვეყნის მასშტაბით


ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი.

ახალმა ზელანდიამ „ლოკდაუნი“ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც - ექვსი თვის განმავლობაში პირველად - ერთ კაცს კოვიდი დაუდასტურდა.

მთელ ახალი ზელანდიაში ოთხშაბათიდან მინიმუმ სამი დღის განმავლობაში იმოქმედებს ყველაზე მკაცრი, მეოთხე დონის „ლოკდაუნი“. ყველაზე დიდი ქალაქი ოკლენდი და ზღვისპირა ქალაქი კორომანდელი, სადაც ინფიცირებულმა ადამიანმა გაატარა დრო, ჩაკეტილი იქნება შვიდი დღის განმავლობაში.

„უმჯობესია დავიწყოთ მკაცრად და შევამციროთ ნელ-ნელა, ვიდრე დავიწყოთ მსუბუქად, არ შევაკავოთ ვირუსი და დავუშვათ მისი სწრაფი გავრცელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.

დაიხურება სკოლები, ოფისები და ბიზნესი და იფუნქციონირებს მხოლოდ აუცილებელი სერვისები.

არდერნის თქმით, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პაციენტს, 58 წლის კაცს ოკლენდიდან, აქვს COVID-19-ის ძალიან გადამდები დელტა ვარიანტი.

მისი თქმით, შეიძლება სხვა შემთხვევებიც იყოს.

ახალ ზელანდიაში უკანასკნელად COVID-19-ის შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა. ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ შეზღუდვების გარეშე, თუმცა საერთაშორისო საზღვრები მეტწილად დახურული რჩება.

5-მილიონიანმა ქვეყანამ, საერთო ჯამში, აღრიცხა დაახლოებით 2,500 დადასტურებული შემთხვევა და 26 სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG