Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 22 წლის ქალი


რუხის საავადმყოფოში თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები იყო.

როგორც რადიო თავისულებას რუხის საავადმყოფოს დირექტორმა დავით შონიამ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დღიდან იყო მძიმე და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დავით შონიას სიტყვებით, ქალი ოკუპირებული გალის რაიონიდან რუხის საავადმყოფოში 26 ივლისს შეიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე მისი მძიმე ქრონიკული დაავადებებიდან, იყო მძიმე. თავიდანვე მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა დავით შონიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, 71 წლის პაციენტი სენაკის კოვიდკლინიკა „ლაზიკამედში“ მკურნალობდა.

სულ სამეგრელოს საავადმყოფოებში მკურნალობს 452 კოვიდპაციენტი, აქედან 50-ის მდგომარეობა მძიმეა.

გასულ 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

23 აგვისტოს მონაცემებით

  • სულ ჩატარებულია 979 813 აცრა
  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%
  • სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%
  • 22 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.

XS
SM
MD
LG