Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო


გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ზღვიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. თვითმხილველების ვარაუდით, კაცმა ცურვა არ იცოდა.

შემთხვევა მდინარე კინტრიშსა და მდინარე აჭყვისთავს შორის არსებულ მონაკვეთზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა, მეგობრებთან ერთად კახეთიდან დასასვენებლად იყო ჩასული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სამძებრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

XS
SM
MD
LG