Accessibility links

site logo site logo

„მოდულის შენობის" წინ ჯაფარიძემ და  პარტიის სხვა წევრებმა „შკოდა ოქტავია" პროტესტის ნიშნად დაამსხვრიეს


„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტიის სხვა წევრებმა „მოდულის შენობის" წინ „შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანა მიიყვანეს და უროებით დაამსხვრიეს.

ჯაფარიძის თქმით, ეს არის სუს-ის შენობა, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ისინი არიან შემომძვრალი ყველგან ადამიანების ცხოვრებაში.

„ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს, ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია" დაილეწება ახლა", - ჯაფარიძის ამ სიტყვების შემდეგ „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა ავტომანქანის დამსხვრევა დაიწყეს.

პოლიციამ დააკავა პარტიის წევრები ნიკა მოსიაშვილი და ბორის (ჩელე) ყურუა. როგორც პოლიტიკოსები ამბობდნენ, ავტომანქანა მათი საკუთრებაა და ამიტომ დაკავების უფლება არ ჰქონდათ. ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ დაკავების მიზეზი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო.

შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაკავებულებს ედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას.

12 სექტემბერს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG