Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიიდან განკვეთა 6 „ამბოხებული“ სასულიერო პირი


ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სამღვდლო წოდება ჩამოართვა ამავე ეპარქიის 6 სასულიერო პირს, რომლებიც მის წინამორბედს, პეტრე ცაავას უჭერდნენ მხარს. ესენია:

  • ნასყიდა ღუდუშაური -- ბერ-დიაკონი პეტრე;
  • მიხეილ მდივანი -- ბერ-მონაზონი ათინოგენე;
  • ტარიელ გვილავა -- მონაზინი დანიელი;
  • თამაზ ხულუხია -- მონაზონი ამბროსი;
  • ბაჩუკი ხელაია -- მონაზონი დავითი;
  • ბათა (ავთანდილ) გვილავა -- მონაზონი ბასილი;

„სამონაზვნო აღთქმას ყოველდღე არღვევდნენ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ და დაამატა: „არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად ან გაუფრთხილებლად. ძალიან ბევრს ვეცადე და უამრავჯერ მქონდა პირადად ურთიერთობის შესაძლებლობაც და არ მისმენდნენ“.

მიტროპოლიტმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა.

ერთ-ერთი განკვეთილი, ბერ-მონაზონი ანთინოგენე ამბობს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე მისთვის არაფერს წარმოადგენს და არ აპირებს მონასტრის დატოვებას.

„ვის უნდა დავუტოვო მონასტერი, არაკეცებს?! მატყუარებს უნდა დავუტოვო მონასტერი?!“, - ამბობს ანთინოგენე და ამატებს: „რა უნდა ქნას პოლიციამ?! სანამ შემიძლია ვიბრძოლებ და მერე ახლა ხმალაობას ხომ არ დავუწყებ ვინმეს?!“

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და დაძაბულობა რამდენიმე თვეა გრძელდება. დაპირისპირებული სასულიერო პირები ეპისკოპოსს მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ დაემტკიცებინა, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.

საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG