Accessibility links

site logo site logo

პანდემია, რომელიც მძიმედ აისახა ადამიანის უფლებებზე


ბავშვები, ქალები, შშმ პირები, ლგბტქი ადამიანები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, დევნილები, ლტოლვილები, აქტივისტები - ეს იმ ჯგუფთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც მეხუთე წელია „კოალიცია თანასწორობისათვის“ აქვეყნებს ვრცელ ანგარიშს დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებების შესახებ. როგორც უახლესი, 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უთანასწორო მდგომარეობა, განსაკუთრებით გაამწვავა კორონავირუსით გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ.

მაგალითად, როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში გართულდა ძალადობის მსხვერპლ ბავ­შვთა გა­მოვ­ლენა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ სერვისების ნაწილი დღემდე დის­ტან­ციუ­რად ხორ­ციელ­დე­ბა. გაიზარ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის რის­კი.

ანგარიშის ავტორები მიუთითებენ იმაზეც, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განსა­კუთ­რე­ბით გაამწვავა ქალ­თა მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა. პან­დე­მიამ წარ­მოა­ჩი­ნა ის გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ლგბტქი ადა­მია­ნე­ბი დგა­ნან. თე­მის წუ­ხი­ლე­ბი უსახლკარობას­თან, უმუ­შევრო­ბა­სა თუ გაუ­საძ­ლის ეკონომიკურ მდგო­მა­რეო­ბას­თან დაკავშირებით კიდევ უფ­რო გამ­წვავ­და.

პანდემიის ფონზე, იმატა სიძულვილის ენამ, რაც განსაკუთრებით მწვავედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მუსლიმი მოსახლეობის მიმართ გამოჩნდა.

2020 წელს კი­დევ უფ­რო მძი­მე გავ­ლე­ნა ჰქონ­და ისე­დაც იზო­ლი­რე­ბულ აფ­ხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გიონ­ზე, სა­დაც სო­ცია­ლუ­რი ყო­ფა პან­დე­მიის პრო­ცეს­მა კი­დევ უფ­რო გაამ­წვა­ვა. დე-­ფაქ­ტო საზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვის გა­მო და­წე­სე­ბულ­მა შეზ­ღუდ­ვებ­მა გაარ­თუ­ლა ამ რე­გიო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნიკუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის სო­ცია­ლუ­რი მდგო­მა­რეო­ბა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზისის ვი­თა­რე­ბა შექ­მნა.

ბავშვები და პანდემია

გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ რიგ შემთხვევებში დაგვიანებულია სოციალური მუშაკებისა და სამართალდამცავი პირების მიერ ფაქტების გამოვლენა, ხო­ლო უკ­ვე გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვებ­ზე, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლ ბავ­შვებს არ მიუწ­ვდე­ბათ ხე­ლი ხან­გრძლივ, თე­რა­პიულ სარეაბილი­ტა­ციო სერ­ვი­სებზე.

887 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულზე 2020 წელს. ამ ფაქტებზე გამოცემულია 623 შემაკავებელი ორდერი.

2020 წელს, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ექსპლუატაციის 13 254 შემთხვევაზე დაიწყო გ­ამოძიება, რომელთაგან 31 ოჯახში ჩადენილი დანაშაული იყო. შინა­გან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის მონაცემების თანახმად, არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის ყველაზე მეტი დანაშაული გამოიხატა სექსუალური ხასიათის შეღწევაში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში (115) და გარყვნილ ქმედებაში (73).

2020 წელს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სახუ­რის ფსი­ქო­სო­ცია­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენტრში გა­და­მი­სა­მარ­თდა ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ცენტრს თვითდი­ნე­ბით მი­მარ­თა 928 ბენეფიციარმა. მან­და­ტუ­რის სამ­სახუ­რის საინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში აღ­ნუს­ხუ­ლია ბავ­შვთა მი­მარ­თ/შო­რის ძა­ლადო­ბის 657 ფაქ­ტი, აქე­დან მოს­წავ­ლეებს შო­რის ძა­ლა­დო­ბის (ფი­ზი­კუ­რი შეუ­რაც­ხყო­ფა) – 432 ფაქ­ტი, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერპლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სააგენტო­ში გა­და­მი­სა­მართდა 210 შემთხვევა.

ქალები და პანდემია

COVID19-ის პანდემიამ მძიმედ იმოქმედა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და მნიშვნელოვნად გააუარესა ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა - წერენ ანგარიშის ავტორები.

ადა­მია­ნის უფ­ლე­ბე­ბის საბ­ჭოს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ქალ­თა მიმართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის უწ­ყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სიამ COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშავა, გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქართულ და ეთნიკური უმცირესობების ენებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ შეტყობინების მექანიზმებსა და სერვისებთან დაკავშირებით, თუმცა, მათ შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც არ აქვს.

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „საფარის” კვლევა ცხადყოფს, რომ მაგალითად, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის შექმნილი „112“-ის მობილური აპლიკაციის შესახებ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს არ აქვთ ინფორმაცია.

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების არსებობის შესახებ ინფორმირებულობა საგრძნობლად მცირეა ეთნიკური უმცირესობებისა და უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობაში.

გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. თუმცა, ამავე პერიოდში, ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში. აღნიშნული, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ პან­დე­მიას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და­წე­სე­ბუ­ლი შეზ­ღუდ­ვე­ბი­დან გამომ­დი­ნა­რე, უამ­რა­ვი ადა­მია­ნი მო­ძა­ლა­დეს­თან პი­რის­პირ, ერთ სივ­რცე­ში აღ­მოჩ­ნდა გა­მო­კე­ტი­ლი და ისი­ნი ვერ ახერ­ხე­ბენ, ან თავს იკა­ვე­ბენ პოლი­ცია­ში და­რეკ­ვი­სა­გან, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა გზით მაინც უკავ­შირ­დე­ბიან არასამთავრობო ორ­გა­ნი­ზა­ციებს.

მნიშ­ვნე­ლოვა­ნ გა­მოწ­ვე­ვადაა მიჩნეული ისიც, რომ პან­დე­მიის დროს, პო­ლი­ცია არ მუ­შაობ­და დის­ტან­ციუ­რად და მსხვეპ­ლებს პო­ლი­ციის შე­ნო­ბა­ში მის­ვლა უწევ­დათ გა­მო­კით­ხვი­სა და სა­გა­მო­ძიე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას. ტრან­სპორ­ტის არარ­სე­ბო­ბისა და გაუა­რე­სე­ბუ­ლი ეკონომიკუ­რი მდგო­მა­რეო­ბის პი­რო­ბებ­ში კი მსხვერპლებს უჭირ­დათ პო­ლი­ციის სამმართველოებამ­დე მის­ვლა, რაც გამოძიების პროცესს აფერხებდა. გარ­და დისტან­ციუ­რი სერვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა, გა­მო­ძიე­ბას აფერ­ხებ­და ის ფაქ­ტიც, რომ კა­რან­ტინ­ში/­თვი­თი­ზო­ლა­ცია­ში მოხ­ვედ­რილ გამომძიებლებს არ ჰყავდათ შემცვლელები.

როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ვინაიდან ქალები უფრო მეტად არიან დასაქმებულნი ნაკლები გარანტიების მქონე, დაბალი ანაზღაურების, არასრული განაკვეთის ან არაფორმალურ სამუშაოებზე, კრიზისის დროს ისინი ეკონომიკურად უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციები, მათ შორის – ქალთა ეკონომიკური საჭიროებების თვალსაზრისით. თუმცა, ქალების ეკონომიკური მედეგობის უზრუნველსაყოფად ეფექტური ნაბიჯები არც პანდემიის პი­რობებში გადადგმულა.

კავ­კა­სიის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს (CRRC-სა­ქართვე­ლო) სწრა­ფი შე­ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რეო­ბით, გა­მო­კით­ხულ და­საქ­მე­ბულ ქალ­თა 20%-მა პანდე­მიის გამო დაკარგა სამსახური, ხოლო პროდუქტიული აქტივობიდან შემოსავალი შეუმცირდა გამოკითხული ქალების 39%-ს.

ლგბტქი ადამიანები

ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წელს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლის ­სამართლებრივი დევნა 17 პირის მიმართ დაიწყო. თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, თემში გან­ცდილი ძალადობის მასშტაბი გაცილებით ფართოა, რასაც მო­წ­მობს კიდეც 2020 წელს, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (ყო­ფილი EMC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56%-ს ჰქონია ძალადობის გამოცდილება ბოლო ორი წლის განმავლობაში. წინა საანგარიშო პერიოდების მსგავსად, უახლესი კვლევაც მიუთითებს მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელსა და ბა­რიერებზე, რამდენადაც ძალადობის ფაქტის შესატყობინებლად 70%-მა უარი განაცხადა მიმართვაზე. ჯგუფის 74.1% არ ენდობა სამართალდამცავ უწყებებს, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის – წარსულში არსებული ნეგატიური გამოცდილებებით, სისტემის ჰიპერმასკულინურობითა და ინსტიტუციური ჰომოფობიით.

შშმ პირები და პანდემიის გამო შექმნილი კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება

პანდემიის პირობებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა შშმ პირებისათვის. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს რეაგირება არ აღმოჩნდა სწრაფი და ყველა ჯგუფზე გათვლილი. ინფორმაცია ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებისთვის, ასევე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირებისათვის არ იყო სათანადოდ მისაწვდომი და მასობრივი ხასიათის. პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა სამედიცინო მომსახურებების მიღების დროს ინფორმაციის მისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით – სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის.

გარდა ამისა, Covid-19-ის გავრცელების პირობებში შშმ პირთათვის პრობლემური იყო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაც. მნიშვნელო­ვან გამოწვევას წარმოადგენდა სამედიცინო პერსონალის მოუმზადებლობა ინფიცირებული შშმ პირების მიღებისას. დამატებით ბარიერებს ქმნიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა, არაადაპტირებული სა­მედი­ცინო სერვისები, შშმ პირთა პრიორიტეტული ტესტირების მოქნილი სისტემის არარსებობა.

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები

COVID19-ით გამოწვეულმა პან­დე­მიამ რწმე­ნი­სა და რე­ლი­გიის თავი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი არაერ­თი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა უფ­რო მკა­ფიოდ წარ­მოა­ჩი­ნა.

სა­ხელ­მწი­ფომ ვერ უზრუნ­ველ­ყო რე­ლი­გიი­სა და რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა, უგულე­ბელ­ყო რე­ლი­გიურ გაერთია­ნე­ბებს შო­რის თა­ნას­წო­რო­ბა და რე­ლიგიი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ურთიერთდამოუკიდებლო­ბა. პან­დე­მიის ფონ­ზე იმა­ტა სი­ძულ­ვი­ლის ენამ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ეთ­ნი­კუ­რად აზერბაი­ჯა­ნე­ლი და მუს­ლი­მი მო­სახ­ლეო­ბის მი­მართ გა­მოჩ­ნდა. საან­გა­რი­შო პე­რიო­დი პრობ­ლე­მუ­რი იყო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიის სასულიერო პი­რე­ბის ანტისემიტური გან­ცხა­დე­ბე­ბის კუთ­ხი­თაც.

ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვებისას მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დაწესებულ პრივილეგიებზე, რაც კიდევ უფრო თვალნათელს ხდიდა სხვა კონფესიების დისკრიმინაციულ მდგომარეობას.

მაგალითად, 2020 წლის 17 აპრილიდან 27 აპრილამდე საქართველოში აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილება. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ ეკლესიის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა ავტომობილით გადაადგილების უფლება.

სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირებისთვის მთავრობას მსგავსი შეღავათი არ გამოუცხადებია. მათ რამდენიმედღიანი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ინდივიდუალურად მოეპოვებინათ ლიმიტირებული რაოდენობის ავტომობილით გადაადგილების სპეციალური საშვები.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რეო­ბის მოქ­მე­დე­ბის და არც მის შემ­დგომ პე­რიოდ­ში, გან­მარ­ტე­ბა არ გაუ­კე­თე­ბია სსიპ რელიგიის სა­კით­ხთა სა­ხელ­მწი­ფო სააგენ­ტოს, მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი მან­და­ტი სწო­რედ რე­ლი­გიას­თან დაკავშირებულ სა­კით­ხებ­ზე რე­კო­მენ­და­ციე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა.

ასევე, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა. თუმცა, გამონაკლისი იყო ახალი წლისა და შობის ღამე (6 იანვრის ღამე). ამ შეზღუდვიდან გამონაკლისის დაწესება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღსანიშნავად, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა. ეს პერიოდი დაემთხვა არაერთი რელი­გიური გაერთიანების უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, მათ შორის 25 დეკემბერს – როდესაც ქრისტიანული ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ანგარიშის თანახმად, წი­ნა წლე­ბის მსგავ­სად, რე­ლი­გიუ­რი ნიშ­ნით მო­ტი­ვი­რე­ბული და­ნა­შაუ­ლე­ბის ეფექ­ტია­ნი გამოძიება კვლავ პრობ­ლე­მურ სა­კით­ხად რჩება. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იეჰო­ვას მოწ­მეე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის, დევ­ნი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძიე­ბის გაჭია­ნუ­რების, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ პი­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­სა და ბრალის წარდგენის პრობლემა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სამინისტრომ რელიგიური ნიშნით მოტივირებულ 9 საქმეზე დაიწყო სის­ხლის­ამართლებრივი გამოძიება, საქართველოს პროკურატურამ კი 4 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

პანდემიამ წინ წა­მო­წია უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფე­ბის მძი­მე სო­ცია­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი ყო­ფაც, ინფორმა­ციუ­ლი ვაკუუმი, ენობ­რი­ვი ბა­რიე­რე­ბი, რე­გიო­ნებ­ში სა­ბა­ზი­სო სერ­ვი­სებ­ზე, ინფრასტრუქ­ტურა­ზე, ხა­რის­ხიან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მიუწ­ვდომ­ლო­ბა, სა­ზო­გა­დოე­ბა­ში და პოლიტი­კურ სივ­რცეებ­ში არ­სე­ბუ­ლი ქსე­ნო­ფო­ბიუ­რი და შო­ვი­ნის­ტუ­რი განწყო­ბე­ბი, სუს­ტი და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლეო­ბა და პარ­ტიების და­ბა­ლი ინ­ტე­რე­სი უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საჭი­როე­ბე­ბის მი­მართ.

2020 წლის 23 მარტს, მარ­ნეუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის ერ­თი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მარ­ნეუ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბად გამოცხად­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც მარნეულ­ში (83%), ისე ბოლ­ნის­ში (63.4) მო­სახ­ლეო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, 83%ს ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბაი­ჯა­ნე­ლე­ბი შეად­გე­ნენ. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უმცირე­სო­ბე­ბის ენა­ზე პან­დე­მიას­თან და მის პრე­ვენ­ციას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მხოლოდ საკარან­ტი­ნე ზო­ნე­ბის გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დეგ გა­ხა­და ხელმი­საწ­ვდო­მი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ისიც, რომ რე­გიო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი უმ­ცი­რე­სობე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ხე­ლი არ მიუწ­ვდე­ბათ ინტერ­ნეტ­ზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის სა­შუა­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ციის მიღება მათთვის გასაგებ ენაზე არის შეზღუდული და არასაკმარისი.

ამავ­დროუ­ლად, სო­ცია­ლურ ქსე­ლებ­ში მა­სობ­რი­ვად დაიწ­ყო ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბაი­ჯა­ნე­ლე­ბის მისამარ­თით სიძულვილის ენის, დის­კრი­მი­ნა­ციუ­ლი და ქსე­ნო­ფო­ბიუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ტალ­ღა, რის სა­პა­სუ­ხო­დაც ხელისუფლების მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს არ გაუ­კე­თე­ბიათ თანასწორობის მხარ­დამ­ჭე­რი სათანადო განცხადებები.

მე­ტიც, მაგალითად, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ქსე­ნო­ფო­ბიურ და აგრესიულ გან­ცხა­დე­ბას სა­ქართვე­ლოს აზერ­ბაი­ჯა­ნე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში – „უნ­და ჩა­კე­ტო სოფელ­ში და ამო­ხო­ცონ” – არ მოჰ­ყო­ლია განათლების, მეც­ნიე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რეაქ­ცია და არ დამ­დგა­რა მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პასუხისმგებლობის საკითხი.

პან­დე­მიამ კი­დევ უფ­რო გა­მოავ­ლი­ნა ის უთა­ნას­წო­რო­ბე­ბი, რაც ხა­რისხიან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუთ­ხით არ­სე­ბობს. აზერ­ბაიჯა­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში დის­ტან­ციუ­რი სწავ­ლე­ბის დროს მდგომარეობის შესწავლამ აჩ­ვე­ნა, რომ მოს­წავ­ლეე­ბის დი­დი ნა­წი­ლი კომ­პიუ­ტე­რის ან ინტერ­ნე­ტის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­ში, ვერ ახერ­ხებ­და საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. მასწავლებელ­თა თქმით, კლა­სი­დან, გაკვეთილზე დასწრებას, სა­შუა­ლოდ, ბავშვების მხოლოდ 20% ახერ­ხებ­და.

დევნილები და პანდემია

ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ პანდემიამ კი­დევ უფ­რო გაამ­წვა­ვა სო­ცია­ლუ­რი ყო­ფა ისე­დაც იზოლირებულ აფ­ხა­ზეთ­სა და ცხინვა­ლის რე­გიონ­ზე.

დე-­ფაქ­ტო საზ­ღვრე­ბის ჩა­კეტ­ვის გა­მო და­წე­სე­ბულ­მა შეზ­ღუდ­ვებ­მა გაარ­თუ­ლა ამ რე­გიო­ნებში მცხოვ­რე­ბი ეთნიკური ქარ­თვე­ლე­ბის სო­ცია­ლუ­რი მდგო­მა­რეო­ბა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრიზისის ვითარება შექმნა. განსაკუთრებით მწვავედ, ამ მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დადგა. რამ­დე­ნი­მე პა­ციენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რია­ზე მათი დაგ­ვია­ნე­ბუ­ლი გად­მოყ­ვა­ნის გა­მო გარდაიცვალა.

მკვლევრები ამახვილებენ ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ სტუდენტებზეც, რომლებიც ერთი მხრივ, გა­დაად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზ­ღუდვის გა­მო ვეღარ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ოჯა­ხებ­ში და მეორე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლირე­ბად ტერიტორია­ზე შე­მო­სა­ვა­ლიც დაკარგეს. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ პან­დე­მიის პირობებში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ შე­მუ­შა­ვდა მდგრა­დი მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ოკუპირებული ტე­რი­ტო­რიე­ბი­დან გად­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კონფლიქტის რეგიონებში უფ­ლე­ბე­ბის სისტემური დარ­ღვე­ვე­ბის პრაქ­ტი­კას და მაგალითებად მოყვანილია გალ­ში, 2020 წლის 30 სექტემბერს აფ­ხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვის გა­მო ირაკ­ლი ბე­ბუას და­კა­ვე­ბი­სა და გა­სა­მარ­თლე­ბის საქმე, რო­მელ­საც 7 დე­კემ­ბერს აფ­ხა­ზე­თის დე-­ფაქტო სასამართლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მოუ­ტა­ნა და9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანგარიშში მაგალითადაა მოყვანილი ასევე 2020 წლის 11 ივ­ლისს ცხინ­ვა­ლის საო­კუ­პა­ციო ძალების მიერ დაკავებული საქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ზა­ზა გა­ხე­ლა­ძის საქმე, რო­მელ­საც დე-­ფაქ­ტო ხე­ლისუფ­ლე­ბამ ე. წ. საზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის და „სა­საზ­ღვრო ოფი­ცერ­ზე“ თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით 12 წლია­ნი პა­ტიმ­რო­ბა მიუსაჯა. თუმცა, შეგახსენებთ, ზაზა გახელაძემ ოკუპირებული ტერიტორია ზუსტად ერთი წლის თავზე, 2021 წლის 14 ივლისს დატოვა.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილების მხოლოდ 14%-ია დასაქმებული და 6% თვითდასაქმებული, 77% უმუშევარია, მათ შორის, 35% – დიასახლისია. გამოკითხული დევნილების უმრავლესობის (72%) ყოველთვიური ოჯახის შემოსავალი 300 ლარამდე მერყეობს, მათ შორის ოჯახების 14%–ის შემოსავალი 100 ლარამდე იყო. არსებული მდგომარეობა, სავარაუდოდ, 2020 წელს პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა.

ანგარიშის ავტორი „კოალიცია თანასწორობისათის“ არა­ფორ­მა­ლუ­რი გაერ­თია­ნე­ბაა, რო­მელიც 2014 წელს საქართველოს ღია სა­ზო­გა­დოე­ბის ფონ­დის ხელ­შეწ­ყო­ბით შეიქ­მნა და თერ­თმეტ არასამთავრობო ორ­გა­ნი­ზა­ციას აერ­თია­ნებს. კოა­ლიციის წევ­რე­ბი არიან: სა­ქარ­თვე­ლოს ღია სა­ზო­გა­დოე­ბის ფონ­დი, სო­ცია­ლური სამართლიანობის ცენ­ტრი (ყო­ფი­ლი EMC), უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო, „სა­ფა­რი“, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცია­ცია (GYLA), ქალთა ინი­ცია­ტი­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი (WISG), პარ­ტნიო­რო­ბა ადა­მია­ნის უფლებებისთვის (PHR), სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტიუ­ლი ინი­ცია­ტი­ვა (GDI), ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და მრავალფეროვნების ინ­სტი­ტუ­ტი (TDI), ადა­მია­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი (HRC), თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რაო­ბა.

კოა­ლი­ციის მი­ზა­ნი ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ციუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის მან­და­ტის გაძ­ლიე­რე­ბა და დის­კრიმი­ნა­ციას­თან ეფექტიანი ბრძო­ლის ხელ­შეწ­ყო­ბაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG