Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ნატოს გემები იმყოფებიან


ბათუმის პორტში შევიდა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 5 ხომალდი. შენაერთის შემადგენლობაში არიან ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის
სამხედრო-საზღვაო ძალების გემები. ნატოს ხომალდებს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

ნატოს შენაერთის და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხომალდები შავ ზღვაში გამართავენ ერთობლივ წვრთნებს. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG