Accessibility links

site logo site logo

ნაციზმის დროს დანაშაულში ეჭვმიტანილი 96 წლის ქალი კვლავ მონახეს და დააკავეს


შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის SS-ის მეთაურის ყოფილი მდივნის, ირმგარდ ფურხნერის სასამარლოს დაწყებამდე სასამართლოს თანამშწრომელი დაჰყურებს საათს. იტცეჰო, გერმანია, 30 სექტემბერი, 2021 წელი.

96 წლის ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია მეორე მსოფლო ომის დროს ოკუპირებულ პოლონეთში მოქმედ საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივ მკვლელობაში დახმარებასა და შეგულიანებაში, დააკავეს მას მერე, რაც ის 30 სექტემბერს დილით სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და მიიმალა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა სასამართლოს წარმომადგენლმა.

ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს გერმანიის ქალაქ იტცეჰოში უნდა დაწყებულიყო.

მაგრამ 96 წლის ბრალდებული სასამართლო სხდომამდე მიიმალა.

სასამართლოზე მისი გამოუცხადებლობის შემდეგ, მოსამართლემ, დომინიკ გროსმა, განაცხადა, რომ გასცემს ბრალდებულის დაპატიმრების ორდერს.

სასამართლოს პრესმდივანმა, ფრედერიკ მილჰოფერმა განაცხადა, რომ ბრალდებული მოხუცებულთა სახლიდან გაემგზავრა ტაქსით დილით ადრე და სასამართლოზე არ მივიდა.

ბრალდებული ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ნაციზმის პერიოდის დანაშაულებებისთვის ასამართლებენ. მას ბრალად ედება შტუტჰოფში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 10 ათასზე მეტი ადამიანის დახოცვაში თანამონაწილეობა.

მის ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ, გერმანიის მედიის თანახმად, საქმე ეხება ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის SS-ის მეთაურის მდივანს, ირმგარდ ფურხნერს.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი „სავარაუდოდ ეხმარებოდა და აგულიანებდა ბანაკის ხელმძღვანელობას პატიმართა სისტემატურ მკვლელობაში 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში, როცა ის ბანაკის ხელმძღვანელის ოფისში მუშაობდა სტენოგრაფისტად და მბეჭდავად.“

ბრალდებულს არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოში ასამართლებენ, ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ჯერ არ იყო 21 წლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG