რუმინეთის დედაქალაში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა ქვეყანაში შემოღებული ახალი შეზღუდვები, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს წინ აღუდგეს COVID-19-ის საგანგაშო ტალღას.
რუმინეთის ნაციონალური კავშირის (AUR) მიერ 2 ოქტომბერს ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა ბუქარესტის ცენტრში გადაკეტეს მოძრაობა და თავისუფლების მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აქციაში მონაწილეთა უმრავლესობას არ ეკეთა ნიღბები.
მსგავსი აქციები გაიმართა რუმინეთის სხვა ქალაქებში 2 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც ხელისუფლების განცხადებით ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 12740 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის განმავლობაში რუმინეთში ერთ დღეში ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეპიდემიის მძვინვარე ტალღის შესაჩერებლად 2 ოქტომბრიდან რუმინეთში კვლავ ამოქმედდა შეზღუდვები, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს ატარონ ნიღბები საზოგადოებრივ სივრცეში და დახურონ მაღაზიები 22:00 საათზე. რესტორნები ქვეყანაში ღიაა, მაგრამ მხოლოდ იმ მოქალაქეებისათვის, ვინც ე.წ. კოვიდსაშვებს წარმოადგენენ.
რუმინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი, რაც მას ბულგარეთის შემდეგ ევროკავშირის ყველაზე უფრო ნაკლებად ვაქცინირებულ ქვეყნად აქცევს.
ბუქარესტში მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ

ყველაზე პოპულარული
1