Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მეორე ტურია: ანზორ მელია - 46,9%; მამუკა წოწერია - 41,1%


ცესკომ ზუგდიდში ხმები სრულად დაითვალა - ამ მონაცემებით, ქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელია, "ქართული ოცნებიდან" კი მამუკა წოწერია მიიღებენ მონაწილეობას.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა

  • #5 ნაციონალური მოძრაობა, ანზორ მელია - 23 930 ხმა (46,88%);
  • #8 პატრიოტთა ალიანსი, ილია ჩაჩიბაია - 428 ხმა (0,84%);
  • #25 საქართველოსთვის, გიორგი შენგელია - 5681 ხმა (11,13%);
  • #41 ქართული ოცნება, მამუკა წოწერია - 21 007 ხმა (41,15%).

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების დათვლა თითქმის დასრულდა. დათვლილია ხმების 99,97 პროცენტი. ამ მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" ხმების 46,68 პროცენტი აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 30,7 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG