Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კალანდარიშვილი: „ცესკოს მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას“


საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, რომელშიც შედიან ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, 2 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და წინასწარი მიგნებები და დასკვნები გამოაქვეყნა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის“, - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

გიორგი კალანდარიშვილმა სააერჩევნო ადმინისტრაციის გამართული მუშაობის მაგალითად ასევე მოიტანა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები.

„საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამოხატეს. ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან“, - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG