Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანდორას დოკუმენტები“ ამზეურებს მსოფლიოს ქვეყნების მეთაურთა ფარულ სიმდიდრესა და საქმეებს


საფინანსო დოკუმენტების ახალი მასობრივი გაჟონვის შედეგად გამოვლინდა, რომ სხვათა შორის, აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე სხვა ასობით მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსი და მილიარდერი, დაკავშირებული უნდა იყვნენ კომპანიებთან, რომლებიც ოფშორულ ზონებში არიან რეგისტრირებული და თავს არიდებენ გადასახადებს სიმდიდრის დამალვის გზით.

ოფშორული ფირმების ფაილებს უწოდეს Pandora Papers და კრებული შეიცავს 35 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურის და 300 ოფიციალური პირის შესახებ ინფორმაციას.

3 ოქტომბერს საგამოძიები ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა Pandora Papers-ის ფაილების ექსპერტიზის შედეგები.

კომპანიების სიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია ნახსენები და სიაში შეტანილია ოფშორულ ზონებში მოქმედი მისი კომპანიები, წერს Euronews.georgia.

კვლევით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი უძრავი ქონების ფარულ გარიგებებშია გარეული დიდ ბრიტანეთში. ICIJ-ში გაერთიანებული, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების პროექტის (OCCRP) თანახმად, ალიევის ქონება, რომელიც ოფშორულ კომპანიებშია გატარებული, 700 მილიონ დოლარს აღწევს.

გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტი ასევე იტყობინებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მის უახლოეს გარემოცვას შემოსავალი აქვს ოფშორული კომპანიების ქსელებიდან, მათ შორის ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონებიდან.

„პანდორას დოკუმენტების“ სხვა მასალების თანახმად, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მესამე, „არაოფიციალურმა ცოლმა“, თითქმის არაფრისთვის მიიღო 30 მილიონი დოლარი.

დოკუმენტები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მონაკოში არსებულ აქტივებთან.

4 ოქტომბერს რუსეთის კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა Pandora Papers-ში არსებულ მასალებს უწოდა „მნიშვნელოვანწილად დაუსაბუთებელი მტკიცებულებების კრებული“.

Washington Post-ი, რომელიც ხსენებულ კონსორციუმში შედის, ავრცელებს ცნობას რუსეთის მოქალაქის, სვეტლანა კრივონოგიხის შესახებ, რომელიც მონაკოში ბინის მფლობელი გახდა ოფშორული ფირმის გზით. ფირმა რეგისტრირებულია კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ტორტოლაზე. კრივონოგიხმა ბინა მიიღო 2003 წლის აპრილში, მალევე, რაც გოგონა გააჩინა. იმ დროს ის საიდუმლო კავშირში იყო პუტინთან, იტყობინება ამერიკული გაზეთი რუსულ საგამოძიებო გამოცემა Proyekt-ზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG