საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 23 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში 1848-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 711 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 530 შემთხვევა.
უქმე დღეებში, კვირის სხვა დღეებთან შედარებით იკლებს ტესტირების მაჩვენებელი და შესაბამისად, ნაკლებია დადასტურებული შემთხვევების რიცხვიც. გასული, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, როცა ტესტირების დღიური მაჩვენებელი 30 000-ზე მეტი იყო, ყოველდღიურად აღირიცხებოდა ინფიცირების 2200-ზე მეტი შემთხვევა.
11 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 8.64%;
- ბოლო 7 დღის - 7.6%;
- ბოლო 14 დღის - 6.25%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 635 583 შემთხვევა. მათგან 602 372 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 269 ადამიანი.