ექსტრემისტებთან შეტაკების შედეგად 11 ოქტომბერს ინდოეთის მიერ კონტროლირებად სადავო ქაშმირის ტერიტორიაზე ხუთი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ინდოეთის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ჯარისკაცებს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ისინი სურანკოტის ტყიან მასივში ეძებდნენ ექსტრემისტებს, რომლებიც ამ არეალში ინდოეთის მიერ დანიშნულ მმართველობას უპირისპირდებიან.
სასტიკი ცეცხლის ქვეშ მყოფი ინდოელი ჯარისკაცების გამოსაყვანად ადგილზე სამხედრო შველმფრენი გაემგზავრა.
ინდოეთი და პაკისტანი პრეტენზიას გამოთქვამენ ქაშმირის რეგიონისთვის. ქაშმირი 1947 წლიდანაა გაყოფილი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მას შემდეგ, რაც მათ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაშმირის ინდურ ნაწილში.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი