Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა აგენტებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მონაცემები მოიპარეს - ბრიტანული მედია


ბრიტანეთის მთავრობა „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება ნებისმიერ ცნობას კიბერთავდასხმისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის თაობაზე. ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი გამოცემა „სანში“ გამოქვეყნებული სტატიის თაობაზე დასმულ შეკითხვას. ამ და სხვა ბრიტანული გამოცემების მიერ მოპოვებული ცნობებით, სავარაუდო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა კომპანია „ასტაზენეკას“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმულა მოიპარეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ გააკეთებს კომენტარს იმ მასალებზე, რომელიც სპეცსამსახურის მუშაობას უკავშირდება.

გასულ წელს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმ კიბერთავდასხმების შესახებ, რომლებიც, დასავლეთის სპეცსამსახურების აზრით, რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

შეკითხვაზე პასუხად, შეეძლოთ თუ არა რუს ჯაშუშებს, რომ მოეპარათ ვაქცინის მონაცემები, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „სანს“ „არამეცნიერული გამოცემა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG