Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი პირი, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ძმისშვილი, დააკავეს ევროკავშირის მხარდამჭერ მიტინგზე


პოლონეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ დააკავეს 4 პირი 10 ოქტომბერს გამართული ანტისამთავრობო დემონტრაციის დროს. აქცია მიმართული იყო ხელისუფლების იმ პოლიტიკისადმი, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, პოლონეთს, შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის შეჩერების ფასად დაუჯდეს.

დაკავებულთა შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის 18 წლის ძმისშვილი, ფრანეკ ბროდა, რომელიც ლგბტ-ს უფლებებისათვის მებრძოლი მოძრაობის აქტივისტი და ხელისუფლების კრიტიკოსია. ბროდამ განაცხადა, რომ დაკავების ადგილზე მას პოლიციელმა თავში ფეხი დაარტყა.

ვარშავის პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, პოლონეთის პემიერ-მინისტრის ნათესავის დაკავება, მაგრამ მის მიმართ სავარაუდო სასატიკი მოპყრობის შესახებ არაფერი თქმულა.

პოლიციამ რამდენიმე ათეული დემონსტანტი დააჯარიმა ქუჩაში მოძრაობისათვის ხელის შეშლისა და სასიგნალო რაკეტების დანთებისთვის.

10 ოქტომბერს ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეული სასამართლო პროცესების შემთხვევაში უაჰყოფს შიდა ეროვნულ კანონებზე ევროკაშირის კანონმდებლობის უპირატესობის პრინციპს.

მორავეცკი, რომელიც თავად იყო ამ საკონსტიტუციო განხილვის ინიციატორი, უარჰყოფს ოპოზიციის ვარაუდს, თითქოს პოლონეთს ევროკავშირის დატოვება ემუქრებოდეს.

მაგრამ ევროკაშირის მოხელეებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს პოლინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ევროკაშირის იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოიყენებს „მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს“, რათა შეინარჩუნოს თავისი კანონმდებლობა პოლონეთში.

XS
SM
MD
LG