Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი ოკუპირებულ რეგიონში ზამთრის ჰუმანიტარულ აქციას იწყებს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჰუმანიტარულ აქციას იწყებს. 4 კუბური მეტრი შეშა გადაეცემა ოჯახებს, დე ფაქტო რესპუბლიკის იმ რაიონებში, რომლებიც წითელი ჯვრის მზრუნველობის ქვეშაა.

საერთაშორისო ორგანიზაცია, ორი კვირის განმავლობაში დაბალშემოსავლიან ოჯახებს შეშით მოამარაგებს. დახმარებას მიიღებენ ოკუპირებული ჯავის, ზნაურის ცხინვალის და ახალგორის მცხოვრებლები. ამის შესახებ ოსურ მედიას ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მარინა თედეთიმ განუცხადა.

„ჰუმანიტარული აქცია ჩატარდება სატყეო დეპარტამენტის დახმარებით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ცხინვალისა და ზნაურის რაიონების გაჭირვებული მოსახლეობის შეშით დახმარებაზე. იქ 80 ოჯახი მიიღებს დახმარებას. საერთო ჯამში, ორგანიზაცია შეშას მისცემს სოფლად მცხოვრებ 125 დაბალშემოსავლიან ოჯახს”, - განაცხადა თედეთიმ. მისივე თქმით, თითოეული ოჯახი მიიღებს 4 კუბურ მეტრ შეშას. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ყოველკვარტალურად, 240 ოჯახი იღებს პროდუქტებს და ჰიგიენის საშუალებებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მუშაობს.

XS
SM
MD
LG