Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო


ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკისათვის.

„ამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, ეუთო-ში ქალი ელჩების ჯგუფთან. პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს „ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოების“ დღის წესრიგს საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეუთოს ფარგლებში. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევასთან - კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან. ბუნებრივია, ქალი ლიდერების ჩართულობა ამ ამოცანას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და პრესკონფერენცია პრესისათვის. ასევე, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები.

XS
SM
MD
LG