Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის კაცი დააკავეს


შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, ბაბუამ მიმალვა სცადა. მამაკაცი პოლიციამ გუშინ დააკავა.

ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი საქმეში უკვე ჩართულია.

სააგენტოს წარმომადგენელი ულიანა პეტროვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ კანონი ავალდებულებს დაუყოვნებლივ ჩაერთონ საქმეში და სამსახურის ფსიქოლოგი მუდმივ კონტაქტზეა მოზარდთან, სხვა ინფორმაცია კი, მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურია.

სააგენტოს განცხადებით, "არასრულწლოვანზე მზრუნველობას ახორციელებს ბიოლოგიური ოჯახი. არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემუციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო".

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ირკვევა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის საკითხიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG