Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს


სალომე ზურაბიშვილი, ჰელგა მარია შმიდტი.
სალომე ზურაბიშვილი, ჰელგა მარია შმიდტი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და შეეხნენ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ეუთოს მუშაობაზე ქალთა ჩართულობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით იმ სფეროებში, სადაც კაცების როლი უფრო მეტად დომინანტურია, მაგალითად, როგორიცაა პოლიცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობა კვლავ მცირეა. შეხვედრისას განიხილეს ასევე რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ავსტრიაში 11 ოქტომბერს ჩავიდა. ქვეყანას ზურაბიშვილი 13 ოქტომბერს დატოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG