Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს ოკუპაციის საკითხზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტის დროს ამ ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დენ ბელენს ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოხატული სოლიდარობის გამო მადლობა გადაუხადა. საჯარო მადლობა პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგის დროს გააჟღერა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რომელიც გამოხატული იყო ავსტრიის მიერ ამ წლების განმავლობაში. სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავად განიცადა, თუ რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ესეც იმედისმომცემია, რომ ხართ ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, ეს სირთულე გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირიდან. ეს ნიშნავს, რომ წინ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და, რაც მთავარია, იმედია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ავსტრიაში 11 ოქტომბერს ჩავიდა. ქვეყანას ზურაბიშვილი 13 ოქტომბერს დატოვებს.

XS
SM
MD
LG