Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს და შეანელოს ეკონომიკური ზრდა


ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) 14 ოქტომბერს ავრცელებს ინფორმაციას, რომ საერთო ენერგეტიკული კრიზისის გამო ნავთობის დღიური მოხმარება შეიძლება გაიზარდოს ნახევარი მილიონი ბარელით, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და პანდემიის გამო დასუსტებული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის ტემპს შეანელებს.

„გაზის და ქვანახშირის ფასების სარეკორდო ზრდა და ელექტროენერგიის სისტემატური გათიშვა უბიძგებს ენერგოსექტორს და სფეროებს, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარენ, გადავიდნენ ნავთობზე, რათა ჰქონდეთ ელექტროენერგია და არ შეწყდეს წარმოება“, - ნათქვამია პარიზში დაფუძნებული სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში. ამასთან, ენერგომატარებლების ფასების ზრდა აძლიერებს ინფლაციურ ზეწოლას, რის გამოც, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან ერთად, შეიძლება შემცირდეს სამრეწველო აქტივობა და შენელდეს ეკონომიკის აღდგენა.

ამის შედეგად, ანგარიშში გამოითქმის პროგნოზი, რომ ნავთობზე მოთხოვნა მსოფლიოში მიაღწევს პანდემიამდელ დონეს.

სააგენტოს შეფასებით, OPEC-ი, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, 2021 წლის ბოლო კვარტალში დღიურ მოთხოვნილებაზე 700 ათასი ბარელით ნაკლებ ნედლ ნავთობს გადაქაჩავს. ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე, წლის ბოლოსთვის მოთხოვნილება გადააჭარბებს მიწოდებას.

XS
SM
MD
LG