რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები, მეხანძრეები და პოლიციელები. არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა ამ დრომდე [3:40 pm] ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და მასშტაბზე კომენტარს არ აკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ციხის სასადილოში გაჩნდა.
რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება ემიჯნება მე-12 დაწესებულებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
რადიო თავისუფლება ცდილობს კომენტარი მოიპოვოს პენიტენციური სისტემიდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.