Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ია


საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 25 ოქტომბერს გამოაქვეყნებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ია. მათგან 1 002 525 ამომრჩეველი თბილისშია.

დედაქალაქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, სადაც მოქალაქეები წელს, ხმას პირველად აძლევენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

კენჭისყრის პირველი ტურისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 497 345. მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა, ანუ 51.92%-მა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერებს აირჩევენ, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

მეორე ტურში გადავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებსაც გასამარჯვებლად უნდა გადაელახათ 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატებს სჭირდებათ ხმების უბრალო უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG