Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „ონლაინ“ გაიმართა სტალინის „დიდი ტერორის“ მსხვერპლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ცერემონია


საბჭოთა დიქტატორის, სტალინის, "დიდი წმენდის" დროს, სიკვდილით დასჯილი ათასობით ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ცერემონია უკვე მეორე წელია ონლაინ იმართება კორონავირუსის პანდემიის გამო.

მოსკოვში არსებული ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრი "მემორიალი" 2006 წლის შემდეგ ყოველწლიურად ატარებს ცერემონიას "სოლოვეცკი კამენ"-ის მემორიალთან, მოსკოვის ლუბიანკას მოედანზე, სადაც საბჭოთა კა-გე-ბე-ს ყოფილი შტაბ-ბინა იმყოფებოდა და ახლა მის მემკვიდრეს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, უდევს ბინა.

12 საათის განმავლობაში, რეპრესიების მსხვერპლთა ნათესავები, უფლებადამცველები და სხვა მონაწილეები ხმამაღლა კითხულობდნენ 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლის, 1 მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქის სახელებს, წლოვანებას, საქმიანობას და სიკვდილით დასჯის თარიღებს.

კოვიდ-19-ის გამო შეზღუდვების გამო, წელს ხსოვნის ცერემონია მოსკოვში და სხვაგან ონლაინ ჩატარდა, ისევე როგორც, 2020 წელს.
"მემორიალმა" სთხოვა მონაწილეებს, გადაეღოთ ვიდეო განცხადებები, რომლებიც დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე გადაიცემოდა - დამატებით სიმბოლურ საიტებზე.
ცერემონია ტარდება 30 ოქტომბრის - რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღის - წინა დღეს. ეს თარიღი შეირჩა გულაგის ტუსაღთათვის პატივის მისაგებად რუსეთის მორდოვიისა და პერმის რეგიონებში, რომლებმაც მასობრივი შიმშილობა დაიწყეს ამ დღეს 1974 წელს - საბჭოთა კავშირში პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებულ საბჭოთა მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი უცნობია. "მემორიალის" თანახმად, სულ მცირე, 12 მილიონი კაცი და ქალი დაისაჯა "დიდი წმენდის" დროს. გულაგის მუზეუმის მიხედვით, ეს რიცხვი 20-ს მილიონს აღწევდა და მისი მიახლოებითი შეფასებით, 1 მილიონზე მეტი ადამიანი იყო სიკვდილით დასჯილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG