Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა მაკრონს უთხრა, რომ ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავებზე შეთანხმება აშშ-ის „მოუქნელი“ ქმედება იყო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ვაშიგნტონი „მოუქნელად“ მოიქცა, როცა ინდოეთის და წყნარი ოკეანეების აუზში უსაფრთხოების პაქტი დაიდო, რის გამოც საფრანგეთმა მილიარდობით დოლარი დაკარგა.

ბაიდენმა ეს თქვა 29 ოქტომბერს მაკრონთან პირველი შეხვედრისას მას მერე, რაც აშშ-მა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა შეათანხმეს AUKUS-ის პაქტი, რის გამოც ჩაიშალა პარიზსა და კანბერას შორის წყალქვეშა ნავების შესახებ დადებული 40 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტი და რასაც დიპლომატიური უკმაყოფილება მოჰყვა პარიზის მხრიდან. „რაც გავაკეთეთ, მოუქნელი იყო“ - თქვა ბაიდენმა მაკრონთან შეხვედრისას საფრანგეთის საელჩოში, ვატიკანში. „მართლა რომ გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საფრანგეთი ბევრად ადრე იყო გაფრთხილებული, რომ მორიგება არ შედგებოდა. მაკრონმა თქვა, რომ „მნიშვნელოვანია „მომავლისკენ ხედვა“.

ეს შეხვედრა ნაწილი იყო ბაიდენის მოლაპარაკებებისა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოების, „დიდი ოცეულის,“ სამიტის წინ, რომელიც 30 და 31 ოქტომბერს იმართება რომში.

ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს ასევე გლაგოში გაეროს კლიმატის სამიტში მომავალ კვირაში.

AUKUS-ის შეთანხმებით ფაქტიურად გაუქმდა საფრანგეთის და ავსტრალიის შეთანხმება დიზელის ექვსი წყალქვეშა ნავის შესახებ და ის ჩაანაცვლა აშშ-თან კონტრაქტმა რვა ატომური წყალქვეშა ნავის თაობაზე.

პარიზმა დროებით გაიწვია თავისი ელჩი აშშ-დან და ასტრალიიდან უშიშროების ამ პაქტის გამოცხადების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG