"TV მედია ცენტრის" ჟურნალისტი გიგა გელხვიძე ამბობს, რომ ქუთაისში #14-ე უბანზე "ქართული ოცნების" კოორდინატორებს იმ უბანზე მიმსვლელი ამომრჩევლის სიები წაართვა, რომელსაც თან ერთვოდა ტელეფონის ნომრები. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამავე სიებში მითითებული იყო ამომრჩევლის მოსასყიდად გამოყოფილი თანხებიც.
"დავაფიქსირე სია, სადაც აღწერილია ამომრჩევლების პირადი მონაცემები, წერია, ვის რამდენი უნდა მისცენ. ასევე აღმოჩენილია "ქართული ოცნების" წევრის, მაგდა კოსტავას სახელი და გვარი, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ყველაფერს კურირებს. ეს სიები წავართვი და მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს გიგა გელხვიძე.
საარჩევნო უბანზე ამბობენ, რომ გიგა გელხვიძე უბანზე უკანონოდ შეიჭრა და დაზარალებულნი თავად არიან.
დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში.
დაწერეთ კომენტარი