Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა დაადასტურეს


ფოტო არქივიდან: გუდაუთის საავადმყოფოს პალატა. 2021 წლის ივლისი
ფოტო არქივიდან: გუდაუთის საავადმყოფოს პალატა. 2021 წლის ივლისი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 660 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა დაადასტურა. COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი - 1 გუდაუთის საავადმყოფოში და 1 სოხუმში მდებარე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 31 980 და გარდაცვალების 463 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასული წლის გაზაფხულიდან დადასტურებული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 9000-მდე და გარდაცვალების 147 შემთხვევა. ცხინვალის რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 53 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG